271
2013 წელს, ჩორლუში რეიაპის კლინიკამ “საავადმყოფო მომსახურების ხარისხის სტანდარტების“ შეფასებაში 97 ქულა მიიღო თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროსგან; Social Security Institution-მა (SGK) კლინიკას A-ხარისხის სტატუსი მიანიჭა.
რეიაპის ჰოსპიტალი ჯამში 126 ექიმი, 1200-ზე მეტი პერსონალი და 45 სამედიცინო განყოფილებაა, რომელიც ყოველწლიურად 500 000-ზე მეტ პაციენტს ემსახურება.
რეიაპის ჰოსპიტალი თურქეთში (Reyap Hospital in Turkey)
რეიაპის ჰოსპიტალი თურქეთში 2 კლინიკით, სტამბულის (Reyap Hospital in Istanbul) და ჩორლუს (Reyap Hospital in Chorlu) კლინიკებით არის წარმოდგენილი. ქალაქ ჩორლუში რეიაპის კლინიკა 2011 წელს გაიხსნა. სამკურნალო დაწესებულება ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების გაწევაში 52 ექიმისა და 400-ზე მეტი სამედიცინო პერსონალის საშუალებით არის ჩართული. ჰოსპიტალი პაციენტებს 28 სახის სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს, როგორებიცაა:- კარდიოლოგია
- კარდიო-ვასკულარული ქირურგია
- ნეიროქირურგია
- ზოგადი და ლაპარასკოპიული ქირურგია
- ენდოვასკულარული ჩარევა
- გინეკოლოგია და მეანობა
- ორთოპედია და ტრავმატოლოგია
- ფიზიკური თერაპია და რეაბილიტაცია
- ენდოკრინოლოგია და მეტაბოლური სინდრომი
- ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობა/მოზარდთა ფსიქიატრია
- ინ ვიტრო განაყოფიერების განყოფილება
- სამედიცინო ესთეტიკური განყოფილება
- ზრდასრულთა და ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებები
კლინიკაში სამკურნალოდ დაგვიკავშირდით ნომერზე:
+995599048834
ან გამოგვიგზავნეთ თქვენი ინფორმაცია და ჩვენი წარმომადგენელი მალე დაგიკავშირდებათ.
![რეიაპის ჰოსპიტალი თურქეთში](https://klinik.ge/wp-content/uploads/2022/06/reiapis-hospitali.png)
![Reyap Clinic in Turkey](https://klinik.ge/wp-content/uploads/2022/06/thurqethis-reiapis-hospitali.png)
რეიაპის სტამბულის კლინიკა (Reyap Clinic in Istanbul)
2016 წელს გაიხსნა პაციენტების ტრანსპორტირების გამარტივების მიზნით, რადგან შენობა სტამბულის აეროპორტთან ახლოს არის და უფრო მოსახერხებელია უცხოელი სტუმრებისთვის. რეიაპის ჰოსპიტალი (Reyap Hospital) სამედიცინო მომსახურებას სასტუმროს ტიპის მომსახურების კონცეფციას უთავსებს. 12-სართულიან შენობაში 11 საოპერაციო და 275 საწოლის, მათ შორის, 25 ლუქსის ტიპის პალატაში. შენობის კონსტრუქციიდან გამომდინარე, პაციენტისთვის მარტივად ხელმისაწვდომია ყველა მომსახურება, განსაკუთრებით, ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური და სამკურნალო პროცედურები. ჰოსპიტალის სამედიცინო განყოფილებებში ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიებია ხელმისაწვდომი, როგორიცაა სხივური თერაპიის სისტემა Varian TrueBeam, პოზიტრონ–ემისიური ტომოგრაფია (PET/CT), 3 ტესლა მაგნიტური რეზონანსი და სხვა.![](https://klinik.ge/wp-content/uploads/2022/06/reiapis-thurqethis-klinika.png)