Home » კიბოს მკურნალობა თურქეთში

კიბოს მკურნალობა თურქეთში

ონკოლოგია თურქეთში

by Klinik
ონკოლოგია თურქეთში
თურქეთი ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის მხრივ ერთ-ერთ ლიდერ პოზიციას იკავებს. ხშირად, პაციენტები, რომლებსაც ეფექტური, სწრაფი და შეღავათიანი მომსახურების მიღება სურთ, სწორედ ამ ქვეყანაზე აკეთებენ არჩევანს. სწორედ ამიტომ, კიბოს მკურნალობა თურქეთში სამედიცინო ტურიზმის წამყვანი მიმართულებაა. ონკოლოგია თურქეთში განვითარებულია როგორც დიაგნოსტიკური, ისე ქირურგიული, სხივური და მედიკამენტური მკურნალობის მხრივ. ქვეყანაში დანერგილი ინოვაციური მეთოდები და თანამედროვე ტექნოლოგიები, ისევე, როგორც დიდი გამოცდილების მქონე სპეციალისტების არსებობა განაპირობებს იმას, რომ სიმსივნის მკურნალობა თურქეთში უსაფრთხო, სწრაფი და ეფექტური გზებით ხდება.

ქიმიოთერაპია თურქეთში

კიბოს მკურნალობის დანარჩენი მიმართულებების მსგავსად, თურქეთში ქიმიოთერაპია გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე სხვა ქვეყნებში. პროცედურის ღირებულება კიბოს ტიპზე, დაავადების სიმძიმესა და მკურნალობის კურსის ხანგრძლოვობაზეა დამოკიდებული.
  • მინიმალური ფასი $600
  • საშუალო ღირებულება $2750
  • მაქსიმალური ფასი $9000
შედარებისთვის, ქიმიოთერაპიის ერთი კურსის ღირებულება გერმანიაში ორჯერ, ისრაელში კი თითქმის სამჯერ უფრო ძვირი დაგიჯდებათ.

 

კლინიკაში სამკურნალოდ დაგვიკავშირდით ნომერზე:

+995599048834

ან გამოგვიგზავნეთ თქვენი ინფორმაცია და ჩვენი წარმომადგენელი მალე დაგიკავშირდებათ.

Contact Form Demo (#4)

 

სხივური თერაპია თურქეთში

როდესაც საქმე კიბოს ეხება, თანამედროვე მედიცინაში რადიოთერაპიული მკურნალობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიდგომაა. პროცედურა ანადგურებს ავთვისებიან უჯრედებს, ანაც ანელებს მათ გავრცელებას ორგანიზნში. თურქეთში ჩასული პაციენტებისთვის რამდენიმე სახის სხივური თერაპიაა ხელმისაწვდომი.
  • გარე რადიოთერაპია (დისტანციური)
ამ დროს, ხაზოვანი ამაჩქარებლის საშუალებით, სხეულის კონკრეტულ ნაწილზე უკონტაქტო დასხივება ხდება, რაც ჯანსაღი ქსოვილების დაზიანებას მინიმუმამდე ამცირებს
  • შინაგანი რადიოთერაპია (ბრაქითერაპია)
ამ შემთხვევაში, რადიოაქტიური ნივთიერების პატარა ნაწილაკი ორგანიზმში, კიბოს უჯრედების სიახლოვეს თავსდება. რადიოაქტიური სითხე პაციენტის სხეულში ინექციის, ანაც პერორალური გზით შეჰყავთ.
  • რადიონუკლიდური მეთოდი
დასხივების ეს მეთოდი რადიოიოდით თერაპიას მოიცავს. ამ დროს, პაციენტის ორგანიზმში შინაგანი, ან პერორალური გზით შეჰყავთ რადიაციის შემცველი პრეპარატი, რომელიც ავთვისებიან უჯრედებზე ახდებს მოქმედებას და ხელს უწყობს მათ განადგურებას. ქიმიოთერაპიის მსგავსად, თურქეთში რადიაციული მკურნალობის საფასურიც ბევრად დაბალია სხვა ქვეყნებთან შედარებით.
  • მინიმალური ფასი $3500
  • საშუალო $6100
  • მაქსიმალური $11000
შედარებისთვის, სხივური თერაპიის მინიმალური ღირებულება გერმანიაში $7850-ია.

პროსტატის კიბო თურქეთი

პროსტატის კიბო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა იმ ონკოლოგიურ პაციენტებში, რომლებიც თურქეთში სამკურნალოდ ჩადიან. დიდ მოთხოვნას განაპირობებს მკურნალობა-დიაგნოსტიკის პროცესში მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისა და სამედიცინო აღჭურვილობის გამოყენების თანხვედრა ხელმისაწვდომ ფასებთან. პროსტატის კიბო თურქეთი: მკურნალობის პროცესში გამოცდილი ონკოლოგები, უროლოგები, რადიოლოგები, ქიმიოთერაპევტები და ქირურგები არიან ჩართული. ქვეყანაში გამოიყენება მოწინავე ტექნოლოგიები, ინოვაციური მედიკამენტები და თანამედროვე ქირურგიული მეთოდები, რაც წარმატებული მკურნალობის შანსებს მკვეთრად ზრდის. ფასები თურქეთში პროსტატის კიბოს მკურნალობა 20-30 პროცენტით იაფი დაგიჯდებათ სხვა ქვეყნებთან შედარებით. პროსტატის კიბოს შემთხვევაში, სამედიცინო მომსახურების და კვლევების ფასები ასეთია:
  • კომპიუტერული ტომოგრაფია $50-დან
  • უროლოგთან კონსულტაცია 50 – 1500 აშშ დოლარი
  • ბიოფსია $450-დან
  • ქიმიოთერაპია $1500-დან
  • პროსტატექტომია – $3000-დან
  • პროსტატექტომია “და ვინჩის“ რობოტით $12000 – $23000
  • პეტ/კატე $500-დან
  • ბრაქითერაპია $2500-დან
  • CyberKnife (კიბერ დანა) $4400-დან
მაგალითისთვის, გერმანიაში კიბერ დანის ტექნოლოგიით 8365 აშშ დოლარად ისარგებლებთ, კომპიუტერული ტომოგრაფიის და ბიოფსიის მინიმალური ღირებულება $500-დან იწყება, ხოლო პეტ/კატე სულ მცირე $2091 დაგიჯდებათ. ფასები საგრძნობლად მაღალია სხვა ზემოთმოყვანილ პროცედურებზეც. კიბოს მკურნალობა თურქეთში ტექნოლოგიები თურქეთის კლინიკები აღჭურვილია ინოვაციური ვიზუალიზაციის აპარატურით (PET სკანირება, PET-PMSA, MRI და ა.შ.), რაც ექიმებს დაავადების ზუსტ დიაგნოსტიკასა და მაქსიმალურად ეფექტური მკურნალობის კურსის განსაზღვრაში ეხმარება.

მორფოლოგიური კვლევა თურქეთში

კიბოს დიაგნოსტირების პროცესში ოქროს სტანდარტად არის აღიარებული მორფოლოგიური კვლევა. განსაკუთრებით მოთხოვნადია ციტოლოგიური კვლევა, იმუნო-ჰისტოქიმიური კვლევა და პატომორფოლოგიური კვლევა. პროცედურის დროს ქსოვილისა და უჯრედის გამოკვლევა მიკროსკოპის კონტროლით მიმდინარეობს, რაც უტყუარი დიაგნოზის დადგენის გარანტიას იძლევა. კვლევა ციტოლოგიური და გისტოლოგიური მეთოდებით ტარდება. მორფოლოგიური კვლევა თურქეთში შეგიძლიათ ჩაიტაროთ კიბოს მკურნალობის სფეროში ისეთ წამყვან დაწესებულებებში, როგორებიცაა ონკოლოგიაზე სპეციალიზებული მემორიალის კლინიკა – Memorial Sisli Hospital, მულტიდისციპლინარული ანადოლუს ჰოსპიტალი – Anadolu Clinic და აჯიბადემის კლინიკა – (Acıbadem), რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტექნოლოგიებითა და ინფრასტრუქტურით გამოირჩევა.

მორფოლოგიური მასალის გაგზავნა თურქეთში

დიაგნოზის გადამოწმების ან დადგენის მიზნით მორფოლოგიური მასალის გაგზავნა თურქეთში Klinik.ge-ის დახმარებით არის შესაძლებელი. პროცესში უზრუნველუოფილი იქნება მასალის უსაფრთხო ტრანსპორტირება და თურქეთის წამყვანი ონკოლოგიური კლინიკების ლაბორატორიებისთვის მიწოდება.  

You may also like