848
პლასტიკური ქირურგია თურქეთში სამედიცინო ტურიზმის კიდევ ერთი პოპულარული მიმართულებაა. მრავალწლიანი გამოცდილებისა და თანამედროვე მეთოდების დამსახურებით, თურქეთი მსოფლიოს ხუთ საუკეთესო ქვეყანას შორისაა კოსმეტოლოგიის, ესთეტიკური პროცედურებისა და კოსმეტოლოგიური ქირურგის დარგში. პლასტიკური ესთეტიკური ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების (ISAPS) მიხედვით, ქვეყანა კოსმეტიკური ოპერაციების მხრივ სამედიცინო ტურიზმის 10 საუკეთესო მიმართულებას შორის სახელდება ბრაზილიის, იაპონიის, გერმანიის, საფრანგეთის და სხვა ქვეყნების გვერდით.
ყველაზე გავრცელებული პლასტიკური ოპერაციები თურქეთში რინოპლასტიკა, მკერდის დაპატარავება, ლიპოსაქცია, მკერდის გადიდება და ქუთუთოს ფორმის შეცვლაა.
ცხვირის ოპერაცია თურქეთში ტარდება როგორც ესთეტიკური დანიშნულებით, ისე, რეკონსტრუქციული მიზნით – ცხვირის დაზიანების, სუნთქვის გაძნელებისა და ძგიდის გამრუდების შედეგად გამოწვეული ფუნქციონალური პრობლემებისა და ფიზიკური დისკომფორტის მოსახსნელად. მაღალკვალიფიციური პლასტიკური ქირურგები, რომლებსაც პროფესიული განათლება და გამოცდილება საზღვარგარეთის წამყვან უნივერსიტეტებსა და სამედიცინო ცენრებში აქვთ მიღებული, უმაღლესი ხარისხის ტექნოლოგიის გამოყენებით ატარებენ ოპერაციებს, რომლებიც უმტკივნეულო და უსაფრთხო პროცედურასთან ერთად, სწრაფი რეაბილიტაციითა და მაქსიმალურ შედეგით სრულდება, ნაწიბურებისა და ოპერაციის ხილული კვალის გარეშე.
რინოპლასტიკა თურქეთში
ცხვირის პლასტიკური ოპერაცია თურქეთში, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა მრავალ სახელმწიფოში, პოპულარობით პირველ ადგილზეა. ქვეყანაში ყოველწლიურად 40 000-მდე ადამიანი იკეთებს რინოპლასტიკას.![პლასტიკური ოპერაციები თურქეთში](https://klinik.ge/wp-content/uploads/2022/06/-ქირურგია-თურქეთში-e1655161873999.png)
ცხვირის ოპერაცია თურქეთში
კლინიკაში სამკურნალოდ დაგვიკავშირდით ნომერზე:
+995599048834
ან გამოგვიგზავნეთ თქვენი ინფორმაცია და ჩვენი წარმომადგენელი მალე დაგიკავშირდებათ.
ცხვირის ოპერაცია თურქეთში
კონსულტაციაზე, თქვენს ინდივიდუალური მოთხოვნების გათვალისწინებით, წინასწარ შეგეძლებათ სასურველ შედეგთან მაქსიმალურად მიახლოვებული ვარიანტების შერჩევა და 3D მოდელირების საშუალებით, ნახვა, თუ როგორი იქნება თქვენი ცხვირი პროცედურის შემდეგ. თურქეთის კლინიკებში შესაძლებელია როგორც დახურული, ისე ღია რინოპლასტიკა. კომპლექსური რინოპლასტიკის გარდა, ქვეყანაში შესაძლებელია ცხვირის ცალკეული ნაწილების, მაგალითად, ცხვირის ხიდის, ცხვირის წილის, ნესტოების, ცხვირის წვერის და ნიჟარების ფორმის შეცვლაც. ხარისხიან მომსახურებასთან ერთად, მაღალ მოთხოვნას განაპირობებს დაბალი ფასებიც – რინოპლასტიკის ოპერაცია თურქეთში 60%-ით ეკონომიურია ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით.![ცხვირის პლასტიკური ოპერაცია თურქეთში](https://klinik.ge/wp-content/uploads/2022/06/-თურქეთში-e1655161863407.png)