940
ჰემატოლოგის კონსულტაცია იმ შემთხვევაში არის აუცილებელი, თუ სახეზეა სხვადასხვა სახის დარღვევების შემდეგი ნიშნები:
მედინვესტი – ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტი პროფესიონალი ციტოლოგებისა და ჰემატოლოგების გუნდისა და მომსახურების ფართო სპექტრის დამსახურებით, შედეგზე ორიენტირებულ და მაღალკვალიფიციურ მომსახურებას გთავაზობთ. თბილისში, პ.ქავთარაძის ქუჩის ჩიხი 4-ში განთავსებული ჰემატოლოგიური ცენტრი თანამედროვე მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი პოლიქიმიოთერაპიის კურსებით ახდენს დადგენილი დიაგნოზების – ლეიკემიების და ლიმფომების მკურნალობას. კლინიკაში ლეიკემიების და ლიმფომების დიაგნოსტიკა ხდება პერიფერიული სიახლის, ძვლის ტვინის ციტომორფოლოგიური, ციტოგენეტიკური და იმუნოფენოტიპირების მეთოდებით.
ჰემატოლოგია თურქეთში
თურქეთში ჰემატოლოგიური დაავადებების მკურნალობა და დიაგნოსტიკა უმაღელსი სტანდარტების შესაბამისად ხდება. მედიცინის ამ დარგის განვითარების მაღალი დონე, მკურნალობის თანამედროვე მიდგომები, ინოვაციური ტექნოლოგიები, მაღალკვალიფიციურ კადრები და დაბალი ფასები განაპირობებს იმას, რომ თურქეთში ჰემატოლოგია სამედიცინო ტურიზმის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა. მკურნალობის მიზნით, საქართველოდან თურქეთში ყველაზე ხშირად სწორედ ჰემატოლოგიური მომსახურების მისაღებად ჩადიან. ქვეყანას ჰემატოლოგიურ და ონკო-ჰემატოლოგიურ პაციენტებში სისხლის დაავადებების მართვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი ლაბორატორიები, ინოვაციური აღჭურვილობა და საერთაშორისო კვალიფიკაციის ჰემატოლოგთა გუნდი, უტყუარი დიაგნოზის დასმის და მკურნალობის სწორად წარმართვის გარანტია. თურქეთში ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით ხდება ისეთი დაავადებების მკურნალობა, როგორებიცაა:- მწვავე და ქრონიკული ლეიკოზი
- ლიმფომები (ჰოჯკინის ლიმფომა და არაჰოჯკინის ლიმფომა)
- მიელომა
კლინიკაში სამკურნალოდ დაგვიკავშირდით ნომერზე:
+995599048834
ან გამოგვიგზავნეთ თქვენი ინფორმაცია და ჩვენი წარმომადგენელი მალე დაგიკავშირდებათ.
ძვლის ტვინის გადანერგვა თურქეთში
პროტოკოლური მკურნალობის გარდა, ქვეყანაში უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე ტრანსპლანტოლოგები ახდენენ ძვლის ტვინის გადანერგვას. აღსანიშნავია, რომ ორგანოების, მათ შორის, ძვლის ტვინის გადანარგვა კიდევ ერთი პოპულარული მიმართულებაა თურქეთის სამედიცინო ტურიზმში. ღირებულება ტრანსპლანტაციის მეთოდზეა დამოკიდებული, რასაც პროცედურის თავისებურება და სირთულის ხარისხი განაპირობებს. ავტოლოგიური ტრანსპლანტაციის (საკუთარი ღეროვანი უჯრედების გადანერგვა) ფასი თურქეთში $30 000-დან იწყება. ალოგენური ტრანსპლანტაციის (სხვისი სრულად შეთავსებადი ღეროვანი უჯრედების გამოყენება) ფასი კი საშუალოდ 60 000 დოლარია. მსოფლიო ბაზარზე იგივე პროცედურების ფასი $400,000-დან იწყება და 900,000 დოლარსაც აღწევს. ჰემატოლოგი ექიმია, რომელიც სისხლისა და სისხლმბადი ორგანოების დაავადებების პროფილაქტიკით, დიაგნოსტიკით და მკურნალობით არის დაკავებული. ჰემატოლოგი ექიმები პრაქტიკაში იყენებენ როგორც ტრადიციულ, ისე თანამედროვე მეთოდებს. კარგი ჰემატოლოგი წარმატებით ავლენს ისეთ პათოლოგიასაც, რომელიც მძიმე სიმპტომებით არ არის გამოხატული. რომელ დაავადებებს კურნავს ჰემატოლოგი?- ანემია
- ლიმფოლეიკოზი
- მრავლობითი მიელომა
- მიელოლეიკოზი
- ლიმფომა
![ჰემატოლოგის კონსულტაცია](https://klinik.ge/wp-content/uploads/2022/06/-კონსულტაცია-e1655161898171.png)
- ლიმფური კვანძების გადიდება
- სისუსტის შეგრძნება და ძილიანობა
- სხეულის ტემპერატურის მატება (გაციებისა და ანთებითი პროცესების გარდა)
- წონაში უნებლიე კლება
- ძილის დარღვევა
- მომატებული ოფლიანობა
- კანის სიფერმკრთალე
- მადის დაკარგვა
- სისხლჩაქცევები სხეულზე (ობიექტური მიზეზების გარეშე)
- თავბრუსხვევა
![ჰემატოლოგის კონსულტაცია თურქეთში](https://klinik.ge/wp-content/uploads/2022/06/-კლინიკები-e1655161890761.png)
ჰემატოლოგიური კლინიკები
თბილისში, თევდორე მღვდლის ქ.13-ში მდებარე მ.ზოდელავას ჰემატოლოგიური ცენტრი 2000 წელს დაარსდა. კლინიკის ძირითად საქმიანობას ონკოჰემატოლოგიური და სისხლის სხვა დაავადებების თანამედროვე სტანდარტებით მკურნალობა წარმოადგენს. ცენტრში ტარდება ძვლის ტვინისა და სისხლის ანალიზები, ციტოლოგიური, მორფოლოგიური, ბიოქიმიური, კოაგულოლოგიური კვლევები, აგრეთვე ყველა ის მანიპულაცია, რომელიც ჰემატოლოგიური პაციენტის სრულყოფილი დიაგნოსტირებისა და მკურნალობისათვის არის საჭირო. 2015 წელს, ცენტრმა გაიმარჯვა ნომინაციაში “დარგის ლიდერი”. კლინიკაში მომსახურებას გაგიწევთ საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ჰემატოლოგი – ნინო შარაშენიძე. ცნობილი ჰემატოლოგი მუშაობს ყველა სახის შეძენილი და თანდაყოლილი ანემიის, თრომბოციტოპენიური პურპურების ყველა ქვეტიპის, კოაგულოპათიების, მიელოდისპლაზიური სინდრომების მკურნალობა-დიაგნოსტიკის და სხვა მიმართულებებით. ჰემატოლოგი ნინო შარაშენიძე ასევე იღებს პაციენტებს, რომლებსაც ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემდგომ განვითარებული GVHD-ის მწვავე და ქრონიკული ფორმები აღენიშნებათ.![კარგი ჰემატოლოგი](https://klinik.ge/wp-content/uploads/2022/06/-e1655161882908.png)