669
თურქეთს, როგორც სამედიცინო ტურიზმის ერთ-ერთ მოწინავე ქვეყანას ყოველწლიურად 750 000 უცხოელი სტუმრობს მკურნალობის მიზნით. თუმცა, ქვეყნის ავტორიტეტი სამედიცინო სფეროში თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ თურქეთის ნებისმიერ კლინიკაში მიიღებთ თქვენზე მორგებულ მომსახურებას. გადაწყვეტილების მიღების პროცესში მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ როგორც ჰოსპიტალის პერსონალის კვალიფიკაცია, საავადმყოფოს ტექნოლოგიური აღჭურვილობა და სერვისების ხარისისხი, ისე, ხელმისაწვდომი ფასები. ჩვენს სტატიაში მოყვანილმა სამედიცინო დაწესებულებებმა წლების განმავლობაში სწორედ ამ მახასიათებლებით დაიმკვიდრეს სახელი საერთაშორისო ჯანდაცვის სფეროში, სამედიცინო საზოგადეობასა და პაციენტებში.
სტამბულის მემორიალის კლინიკა (Memorial Hospital Istambul) 2000 წელს, იმ მიზნით დაარსდა, რომ მსოფლიო კლასის ჯანდაცვის ბრენდი გამხდარიყო გამორჩეული გუნდითა და მომხმარებელთა კმაყოფილებაზე დაფუძნებული საერთაშორისო ხარისხის სტანდარტებით. ეთიკურ პრინციპებზე დაფუძნებული ინოვაციური პროცედურების დამსახურებით, სამედიცინო დაწესებულებამ მალე მიაღწია საკუთარ მიზანს და პირველი საავადმყოფო გახდა თურქეთში, რომელსაც გავლენიანი ორგანიზაციის Joint Commission International აკრედიტაცია მიენიჭა. ამასთან, თურქეთის მემორიალის კლინიკა (Memorial Hospital in Turkey) ფლობს ICO-ს აკრედიტაციის სერთიფიკატს გენეტიკისა და ინ ვიტრო განაყოფიერების ლაბორატორიის მიმართულებით, მინიჭებული აქვს აკრედიტაცია პროქტოლოგიისა და კოლორექტალური ქირურგიის ცენტრის მიერ და არის მსოფლიოში პირველი ჯანდაცვის სფეროდან, რომლის შენობამაც LEED-ის პლატინის სერთიფიკატი მიიღო.
ისტამბულის მემორიალის კლინიკა განსაკუთრებით ცნობილია ინ ვიტრო განაყოფიერების, გენეტიკის, გულ-სისხლძარღვთა გენეტიკის, ორგანოების ტრანსპლანტაციის, ონკოლოგიის, ნეიროქირურგიის, ორთოპედიის, ტრავმატოლოგიისა და თვალის დაავადებების მკურნალობის მიმართულებებით. კლინიკებში გამოიყენება მედიცინაში დამკვიდრებული ახალი მიდგომა, როგორიცაა რობოტული ქირურგია.
კლინიკაში სამკურნალოდ დაგვიკავშირდით ნომერზე:
+995599048834
ან გამოგვიგზავნეთ თქვენი ინფორმაცია და ჩვენი წარმომადგენელი მალე დაგიკავშირდებათ.
მემორიალის კლინიკა – Memorial Şişli Hospital
![Memorial Hospital Istambul](https://klinik.ge/wp-content/uploads/2022/06/-კლინიკა-–-Memorial-Şişli-Hospital-e1655162135176.png)
![Memorial Hospital in Turkey](https://klinik.ge/wp-content/uploads/2022/06/-საავადმყოფო-e1655162128341.png)
ისტამბულის მემორიალის კლინიკა – Memorial Hospital Istambul
მემორიალის საავადმყოფო (Memorial Hospital) გამორჩეულია ექიმ-სპეციალისტებითა და სამედიცინო პერსონალით, რომლებიც მუშაობენ პრინციპით – ცოდნა და გამოცდილება შეუთავსო პაციეტებზე ზრუნვას. კლინიკის ხარისხის პოლიტიკა, ულტრათანამედროვე დიაგნოსტიკური და სამკურნალო ტექნოლოგიები, კომფორტული პალატები და მსოფლიოში ცნობილი, წამყვანი ექიმები განაპირობებს იმას, რომ მემორიალის ჯანდაცვის გუნდი (Memorial Health Group) თურქეთის ჯანდაცვის სფეროში სანდოობის სიმბოლოდაა გქცეული. პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა მომსახურებისადმი, ხარისხის პოლიტიკა, დიაგნოსტიკური და სამკურნალო საშუალებები აღჭურვილია მოწინავე სამედიცინო ტექნოლოგიებით, თანამედროვე საშუალებებითა და კომფორტული ოთახებით, მემორიალის კლინიკა არის ჯანდაცვის ნდობის სახლი. ამას მოწმობს ისიც, რომ საავადმყოფოში 80 000 პაციენტს აქვს სამედიცინო მომსახურება მიღებული.![Memorial Hospital](https://klinik.ge/wp-content/uploads/2022/06/unnamed-file-e1655162117685.png)
თურქეთის მემორიალის კლინიკა – Memorial Clinic in Turkey
მემორიალის კლინიკაში შემდეგი განყოფილებები მოქმედებს:- ონკოლოგია
- კარდიოლოგია
- გინეკოლოგია
- თმის ტრანსპლანტაცია
- დერმატოლოგია
- ყელ-ყურ-ცხვირი
- ორთოპედია
- ნეფროლოგია
- გასტროენტეროლოგია