942
ჰემატოლოგია თურქეთში
თურქეთში ჰემატოლოგიური დაავადებების მკურნალობა და დიაგნოსტიკა უმაღელსი სტანდარტების შესაბამისად ხდება. მედიცინის ამ დარგის განვითარების მაღალი დონე, მკურნალობის თანამედროვე მიდგომები, ინოვაციური ტექნოლოგიები, მაღალკვალიფიციურ კადრები და დაბალი ფასები განაპირობებს იმას, რომ თურქეთში ჰემატოლოგია სამედიცინო ტურიზმის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა. მკურნალობის მიზნით, საქართველოდან თურქეთში ყველაზე ხშირად სწორედ ჰემატოლოგიური მომსახურების მისაღებად ჩადიან. ქვეყანას ჰემატოლოგიურ და ონკო-ჰემატოლოგიურ პაციენტებში სისხლის დაავადებების მართვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი ლაბორატორიები, ინოვაციური აღჭურვილობა და საერთაშორისო კვალიფიკაციის ჰემატოლოგთა გუნდი, უტყუარი დიაგნოზის დასმის და მკურნალობის სწორად წარმართვის გარანტია. თურქეთში ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით ხდება ისეთი დაავადებების მკურნალობა, როგორებიცაა:- მწვავე და ქრონიკული ლეიკოზი
- ლიმფომები (ჰოჯკინის ლიმფომა და არაჰოჯკინის ლიმფომა)
- მიელომა
კლინიკაში სამკურნალოდ დაგვიკავშირდით ნომერზე:
+995599048834
ან გამოგვიგზავნეთ თქვენი ინფორმაცია და ჩვენი წარმომადგენელი მალე დაგიკავშირდებათ.
ძვლის ტვინის გადანერგვა თურქეთში
პროტოკოლური მკურნალობის გარდა, ქვეყანაში უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე ტრანსპლანტოლოგები ახდენენ ძვლის ტვინის გადანერგვას. აღსანიშნავია, რომ ორგანოების, მათ შორის, ძვლის ტვინის გადანარგვა კიდევ ერთი პოპულარული მიმართულებაა თურქეთის სამედიცინო ტურიზმში. ღირებულება ტრანსპლანტაციის მეთოდზეა დამოკიდებული, რასაც პროცედურის თავისებურება და სირთულის ხარისხი განაპირობებს. ავტოლოგიური ტრანსპლანტაციის (საკუთარი ღეროვანი უჯრედების გადანერგვა) ფასი თურქეთში $30 000-დან იწყება. ალოგენური ტრანსპლანტაციის (სხვისი სრულად შეთავსებადი ღეროვანი უჯრედების გამოყენება) ფასი კი საშუალოდ 60 000 დოლარია. მსოფლიო ბაზარზე იგივე პროცედურების ფასი $400,000-დან იწყება და 900,000 დოლარსაც აღწევს. ჰემატოლოგი ექიმია, რომელიც სისხლისა და სისხლმბადი ორგანოების დაავადებების პროფილაქტიკით, დიაგნოსტიკით და მკურნალობით არის დაკავებული. ჰემატოლოგი ექიმები პრაქტიკაში იყენებენ როგორც ტრადიციულ, ისე თანამედროვე მეთოდებს. კარგი ჰემატოლოგი წარმატებით ავლენს ისეთ პათოლოგიასაც, რომელიც მძიმე სიმპტომებით არ არის გამოხატული. რომელ დაავადებებს კურნავს ჰემატოლოგი?- ანემია
- ლიმფოლეიკოზი
- მრავლობითი მიელომა
- მიელოლეიკოზი
- ლიმფომა
- ლიმფური კვანძების გადიდება
- სისუსტის შეგრძნება და ძილიანობა
- სხეულის ტემპერატურის მატება (გაციებისა და ანთებითი პროცესების გარდა)
- წონაში უნებლიე კლება
- ძილის დარღვევა
- მომატებული ოფლიანობა
- კანის სიფერმკრთალე
- მადის დაკარგვა
- სისხლჩაქცევები სხეულზე (ობიექტური მიზეზების გარეშე)
- თავბრუსხვევა