609
თურქეთი სამედიცინო ტურიზმში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა და მრავალი მიმართულებით იკავებს ლიდერ პოზიციას, მათ შორის, პაციენტებს სთავაზობს გადაუდებელი ქირურგიის, ესთეტიკური მედიცინის, ინვიტრო განაყოფიერებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მაღალტექნოლოგიურ, კვალიფიციურ და შეღავათიან სერვისებს.
ორგანოების გადანერგვა თურქეთში
ყოველწლიურად, თურქეთში ტრანსპლანტაციის მსურველთა დიდი ნაკადი ჩადის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. მოთხოვნას განაპირობებს როგორც დაბალი ფასები, ისე, ინოვაციური მიდგომები.
თურქეთში ღვიძლისა და თირკმლის გადანერგვის მიმართულებით ერთ-ერთი წამყვანია აჯიბადემის კლინიკა – Acibadem.
- თურქეთში ტრანსპლანტაცია ხორციელდება როგორც მონათესავე, ისე არამონათესავე დონორებისგან
- შესაძლებელია ორგანოების გადანერგვა “დომინოს” პრინციპით
- ტარდება ორზე მეტი ორგანოს გადანერგვის ოპერაცია (მაგ:ღვიძლის და თირკმლის)
- ქვეყანაში მაღალგანვითარებულია საბავშვო ტრანსპლანტოლოგია
კლინიკაში სამკურნალოდ დაგვიკავშირდით ნომერზე:
+995599048834
ან გამოგვიგზავნეთ თქვენი ინფორმაცია და ჩვენი წარმომადგენელი მალე დაგიკავშირდებათ.
ღვიძლის გადანერგვა თურქეთში
ღვიძლის გადანერგვა თურქეთში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ოპერაციაა შედეგის მხრივ – ტრანსპლანტაციიდან ერთი წლის განმავლობაში გადარჩენის მაჩვენებელი 95-98% პროცენტია. ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ, თურქეთი მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს წლის განმავლობაში ჩატარებული ღვიძლის გადანერგვის ოპერაციების რაოდენობით. ფასები კი სხვა ქვეყნებთან შედარებით, გაცილებით დაბალია. აშშ-ში ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია საშუალოდ 500 000 დოლარი ჯდება, გერმანიაში 200-დან 400 000 დოლარამდე მერყეობს, ხოლო ისრალეში $200-250 000 დოლარია – თურქეთში კი ფასები $50 000-დან იწყება. ამასთან, თურქეთი მსოფლიოს სამ საუკეთესო ქვეყანას შორისაა ცოცხალი დონორისგან ღვიძლის და თირკმლის ტრანსპლანტაციის კუთხით.![ღვიძლის გადანერგვა თურქეთში](https://klinik.ge/wp-content/uploads/2022/06/-გადანერგვა-თურქეთში-e1655161933774.png)
თირკმლის გადანერგვა თურქეთში
თირკმლის გადანერგვა თურქეთში ტრანსპლანტაციის კიდევ ერთი პოპულარული მიმართულებაა. ყოველწლიურად ქვეყანაში 15 000-ზე მეტი ასეთი ოპერაცია ტარდება. სტატისტიკის მიხედვით, თურქეთში თირკმლის გადანერგვის შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობა წარმატებით სრულდება, რასაც მაღალკვალიფიციური ქირურგ-ტრანსპლანტოლოგებისა და გაფართოებული ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის არსებობა განაპირობებს. ქვეყანას გამოარჩევს ხელმისაწვდომი ფასებიც – თურქეთში თირკმლის გადანერგვის ღირებულება 20 000 დოლარიდან იწყება, რაც სამედიცინო ტურიზმში მოწინავე სხვა ქვეყნების ფასებთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია. მაგალითისთვის, გერმანიაში იგივე ქირურგიული ჩარევა საშუალოდ 75 000 ჯდება, ისრალეში კი ფასები 80 000-დან იწყება.![Acibadem](https://klinik.ge/wp-content/uploads/2022/06/acibadem-300x165.jpg)
Acibadem
გულის სარქველის ოპერაცია თურქეთში
აღნიშნული ოპერაციის ღირებულება თურქეთში 70%-90%-ით ნაკლებია ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და დიდ ბრიტანეთში არსებულ ფასებთან შედარებით. მაგალითად, თუ გულის სარქვლის ჩანაცვლების ოპერაცია თურქეთში $17 000 ღირს, აშშ-ში იგივე პროცედურა $170,000 დოლარი დაგიჯდებათ. ორგანოთა გადანერგვის ცენტრის მომსახურებას ასევე გთავაზობთ მემორიალის კლინიკა თურქეთში (Memorial Hospital) – პირველი კლინიკა თურქეთში, რომელსაც გაერთიანებულმა კომისიამ Joint Commission International-ის (JCI) საერთაშორისო აკრედიტაცია მიანიჭა.![გულის სარქველის ოპერაცია თურქეთში](https://klinik.ge/wp-content/uploads/2022/06/-გულის-სარქველის-ოპერაცია-თურქეთში-e1655161915135.png)