სტამბულის მემორიალის კლინიკა (Memorial Hospital Istanbul) იმ
მიზნით დაარსდა, რომ მსოფლიო კლასის ჯანდაცვის ბრენდი გამხდარიყო
გამორჩეული გუნდითა და მომხმარებელთა კმაყოფილებაზე დაფუძნებული
საერთაშორისო ხარისხის სტანდარტებით. ეთიკურ პრინციპებზე დაფუძნებული
ინოვაციური პროცედურების დამსახურებით, სამედიცინო დაწესებულებამ მალე
მიაღწია საკუთარ მიზანს და პირველი საავადმყოფო გახდა თურქეთში,
რომელსაც გავლენიანი ორგანიზაციის Joint Commission International აკრედიტაცია
მიენიჭა. ამასთან, თურქეთის მემორიალის კლინიკა (Memorial Hospital in Turkey)
ფლობს ICO-ს აკრედიტაციის სერთიფიკატს გენეტიკისა და ინ ვიტრო
განაყოფიერების ლაბორატორიის მიმართულებით, მინიჭებული აქვს
აკრედიტაცია პროქტოლოგიისა და კოლორექტალური ქირურგიის ცენტრის მიერ
და არის მსოფლიოში პირველი ჯანდაცვის სფეროდან, რომლის შენობამაც LEED-ის
პლატინის სერთიფიკატი მიიღო.
კლინიკაში სამკურნალოდ დაგვიკავშირდით ნომერზე:
+995599048834
ან გამოგვიგზავნეთ თქვენი ინფორმაცია და ჩვენი წარმომადგენელი მალე დაგიკავშირდებათ.
მემორიალის საავადმყოფო- Memorial Hospital
მემორიალის საავადმყოფო (Memorial Hospital) გამორჩეულია ექიმ-
სპეციალისტებითა და სამედიცინო პერსონალით, რომლებიც მუშაობენ
პრინციპით – ცოდნა და გამოცდილება შეუთავსო პაციეტებზე ზრუნვას.
კლინიკის ხარისხის პოლიტიკა, ულტრათანამედროვე დიაგნოსტიკური და
სამკურნალო ტექნოლოგიები, კომფორტული პალატები და მსოფლიოში
ცნობილი, წამყვანი ექიმები განაპირობებს იმას, რომ მემორიალის ჯანდაცვის
გუნდი (Memorial Health Group) თურქეთის ჯანდაცვის სფეროში სანდოობის
სიმბოლოდაა ქცეული.
პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა მომსახურებისადმი, ხარისხის პოლიტიკა,
დიაგნოსტიკური და სამკურნალო საშუალებები აღჭურვილია მოწინავე
სამედიცინო ტექნოლოგიებით, თანამედროვე საშუალებებითა და კომფორტული
ოთახებით, მემორიალის კლინიკა არის ჯანდაცვის ნდობის სახლი. ამას მოწმობს
ისიც, რომ საავადმყოფოში 80 000 პაციენტს აქვს სამედიცინო მომსახურება
მიღებული.
![მემორიალის საავადმყოფო](https://klinik.ge/wp-content/uploads/2022/06/მემორიალის-საავადმყოფო-1-300x144.png)
მემორიალის საავადმყოფო
ისტანბულის მემორიალის კლინიკა – Memorial Hospital Istanbul
ისტანბულის მემორიალის კლინიკა განსაკუთრებით ცნობილია ინ ვიტრო
განაყოფიერების, გენეტიკის, გულ-სისხლძარღვთა გენეტიკის, ორგანოების
ტრანსპლანტაციის, ონკოლოგიის, ნეიროქირურგიის, ორთოპედიის,
ტრავმატოლოგიისა და თვალის დაავადებების მკურნალობის მიმართულებებით.
კლინიკებში გამოიყენება მედიცინაში დამკვიდრებული ახალი მიდგომა,
როგორიცაა რობოტული ქირურგია.
მემორიალის კლინიკაში შემდეგი განყოფილებები მოქმედებს:
● ონკოლოგია
● კარდიოლოგია
● გინეკოლოგია
● თმის ტრანსპლანტაცია
● დერმატოლოგია
● ყელ-ყურ-ცხვირი
● ორთოპედია
● ნეფროლოგია
● გასტროენტეროლოგია
![memorial clinic](https://klinik.ge/wp-content/uploads/2022/06/memorial-clinic-300x183.png)
memorial clinic
დღეისთვის, მემორიალის ჯანდაცვის ჯგუფი თურქეთში (Memorial Healthcare Group in Turkey) 13 კლინიკით არის წარმოდგენილი. ესენია: Sisli Hospital, Atasehir Hospital, Bahcelievler Hospital, Service Hospital, Memorial Wellness და Lara Medical Center, სტამბულში; Antalya Hospital, Medstar Antalya Hospital და Medstar Topcular Hospital ანტალიაში, ანკარას ჰოსპიტალი (Ankara Hospital), კაისერის ჰოსპიტალი (Kayseri Hospital), დიარბაკირის ჰოსპიტალი (Diyarbakir Hospital), Dicle Hospital ქალაქ დიარბაკირში.