569
მედიპოლის კლინიკა – Medipol Clinic
მედიპოლის საუნივერსიტეტო კლინიკა (Medipol University Clinic) თურქეთის უმსხვილესი სამედიცინო-გამაჯანსაღებელი კომპლექსია, რომელიც ახალი თაობის ტექნოლოგიების კუთხით ერთ-ერთი წამყვანი სამედიცინო დაწესებულებაა როგორც ნაციონალურ, ისე, საერთაშორისო დონეზე. გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის JCI აკრედიტაციის მქონე საავადმყოგო განაგრძობს დიდი ინვესტიციების ჩადებას და პროფილაქტიკური თუ სამკურნალო სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების კუთხით მიღწევებს.მედიპოლის ჰოსპიტალი (Medipol Hospital)
აერთიანებს:- ოთხ სამედიცინო კომპლექსს
- მთავარ საავადმყოფოს
- ონკოლოგიურ ჰოსპიტალს
- გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის საავადმყოფოს
- სტომატოლოგიურ საავადმყოფოს
- 246 პოლიკლინიკას
კლინიკაში სამკურნალოდ დაგვიკავშირდით ნომერზე:
+995599048834
ან გამოგვიგზავნეთ თქვენი ინფორმაცია და ჩვენი წარმომადგენელი მალე დაგიკავშირდებათ.
მედიპოლის კლინიკა (Medipol Mega University Hospital) პაციენტებს და მათ ახლობლებს ასევე სთავაზობს ტელევიზორით, DVD-თა და ინტერნეტით უზრუნველყოფილ პალატებს, 600 ადამიანის ტევადობის სამლოცველოს, 5-ვარსკვლავიან კაფე-რესტორანს, სადაც პაციენტებისთვის საკუთარი გემოვნებით შერჩეული მენიუა ხელმისაწვდომი. ამასთან, მედიპოლის საუნივერსიტეტო კლინიკის სახურავზე ვერტმფრენის დასაჯდომი მოედანია მოწყობილი, რაც მას კიდევ უფრო ადვილად მისადგომს და ხელმისასწვდომს ხდის ექსტრემალურ სიტუაციებში.
მედიპოლ ჰოსპიტალი იყენებს მედიკამენტების მართვის მსოფლიოში წამყვან, Pyxis-ის სისტემას, რაც გულისმობს მედიკამენტების უსაფრთხო შენახვას და ხელმისაწვდომობას გადაუდებელი დახმარების ყველა განყოფილებისთვის. ამასთან, კლინიკას გააჩნია ციფრული არქივების განუსაზღვრელი პაკეტები.