Home » ლივ ჰოსპიტალი (Liv Hospital)

ლივ ჰოსპიტალი (Liv Hospital)

თურქეთის ლივ ჰოსპიტალი (Liv Hospital Turkey)

by Klinik
Liv Hospital
ულტრათანამედროვე საავადმყოფოების პირველი ფილიალი ლივ ჰოსპიტალი  (LİV Hospital Ulus) 2013 წელს გაიხსნა და მალევე მიიღო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო აკრედიტაცია ჯანდაცვის სფეროში – ამერიკული Joint Commission International (JCI) და ევროპული ICO სერტიფიკატი TÜV Rheinland. დღეისთვის, Liv-ის საავადმყოფოთა ქსელი  6 სამედიცინო ცენტრს აერთიანებს, რომლებიც თურქეთის ყველაზე დიდ ქალაქებში, სტამბულში, ანკარში, სამსუნსა და გაზიანთეფში მდებარეობს. კლინიკები ყველა სამედიცინო მიმართულებით მუშაობს და მიღებული აქვს JCI-ს და ISO 9001-ის აკრედიტაციები, რაც ლივ ჰოსპიტალსის, როგორც საერთაშორისო დონის სამედიცინო ცენტრების სტატუსს ადასტურებს. ამასთან ლივს დამოუკიდებელი საერთაშორისო კომისიისგან Surgical Review Corporation (SRC) რობოტულ ქირურგიაში, კოლორექტალურ ქირურგიასა და ბარიატრიულ ქირურგიაში აკრედიტაცია აქვს მინიჭებული. აქ ოპერაციები ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდება, როგორებიცაა რობოტი-ქირურგი „და ვინჩი“, TrueBeamSTx-ის აპარატი და MAKOplasty-ს სისტემა. სტამბულის ლივ ჰოსპიტალი (Liv Hospital Istanbul) სპეციალიზებულია ონკოლოგიაზე, ორთოპედიაზე, პლასტიკურ ქირურგიაზე, ნეიროქირურგიასა და ორგანიზმის “ჩექაფზე“.  

კლინიკაში სამკურნალოდ დაგვიკავშირდით ნომერზე:

+995599048834

ან გამოგვიგზავნეთ თქვენი ინფორმაცია და ჩვენი წარმომადგენელი მალე დაგიკავშირდებათ.

Contact Form Demo (#4)

 

სტამბულის ლივ ჰოსპიტალი – Liv Hospital Istanbul

Liv Hospital-ში შემდეგი სამედიცინო მომსახურების მიღებაა შესაძლებელი:
  • მსხვილი ნაწლავის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკა
  • კარდიოლოგია და კარდიოქირურგია
  • ტრანსპლანტოლოგია
  • პედიატრია
  • სიმსუქნის მკურნალობა
  • სტომატოლოგია
  • ნევროლოგია და ქირურგია
  • ორთოპედია
  • ონკოლოგია
  • რობოტული ქირურგია
ლივ კლინიკა თურქეთში (Liv Clinic Turkey) სპეციალიზებულია როგორც სხვადასხვა მეთოდით დიაგნოსტირებაზე, ასევე მთელი სხეულის სწრაფ და ხარისხიან გამოკვლევაზე და პრევენციის მიზნით შემოწმებაზე. Liv Hospitalლივ ჰოსპიტალის სახელი ინგლისური სიტყვით live (სიცოცხლე) არის შთაგონებული, რაც კლინიკის სიმბოლოდ იქცა. პაციენტზე ორიენტირებული მიდგომები, უმაღლესი ხარისხის სამედიცინო ინფრასტრუქტურა, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიები, გამოჩენილ ექიმებისა და სამედიცინო პერსონალი განაპირობებს იმას, რომ ლივ ჰოსპიტალი თურქეთსა და მის ფარგელბს გარეთ, სანდოობითა და პაციენტების მაღალი მიმართვიანობით სარგებლობს.

You may also like