931
თურქეთი ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის მხრივ ერთ-ერთ ლიდერ პოზიციას იკავებს. ხშირად, პაციენტები, რომლებსაც ეფექტური, სწრაფი და შეღავათიანი მომსახურების მიღება სურთ, სწორედ ამ ქვეყანაზე აკეთებენ არჩევანს. სწორედ ამიტომ, კიბოს მკურნალობა თურქეთში სამედიცინო ტურიზმის წამყვანი მიმართულებაა.
ონკოლოგია თურქეთში განვითარებულია როგორც დიაგნოსტიკური, ისე ქირურგიული, სხივური და მედიკამენტური მკურნალობის მხრივ. ქვეყანაში დანერგილი ინოვაციური მეთოდები და თანამედროვე ტექნოლოგიები, ისევე, როგორც დიდი გამოცდილების მქონე სპეციალისტების არსებობა განაპირობებს იმას, რომ სიმსივნის მკურნალობა თურქეთში უსაფრთხო, სწრაფი და ეფექტური გზებით ხდება.
ქიმიოთერაპია თურქეთში
კიბოს მკურნალობის დანარჩენი მიმართულებების მსგავსად, თურქეთში ქიმიოთერაპია გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე სხვა ქვეყნებში. პროცედურის ღირებულება კიბოს ტიპზე, დაავადების სიმძიმესა და მკურნალობის კურსის ხანგრძლოვობაზეა დამოკიდებული.- მინიმალური ფასი $600
- საშუალო ღირებულება $2750
- მაქსიმალური ფასი $9000
კლინიკაში სამკურნალოდ დაგვიკავშირდით ნომერზე:
+995599048834
ან გამოგვიგზავნეთ თქვენი ინფორმაცია და ჩვენი წარმომადგენელი მალე დაგიკავშირდებათ.
სხივური თერაპია თურქეთში
როდესაც საქმე კიბოს ეხება, თანამედროვე მედიცინაში რადიოთერაპიული მკურნალობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიდგომაა. პროცედურა ანადგურებს ავთვისებიან უჯრედებს, ანაც ანელებს მათ გავრცელებას ორგანიზნში. თურქეთში ჩასული პაციენტებისთვის რამდენიმე სახის სხივური თერაპიაა ხელმისაწვდომი.- გარე რადიოთერაპია (დისტანციური)
- შინაგანი რადიოთერაპია (ბრაქითერაპია)
- რადიონუკლიდური მეთოდი
- მინიმალური ფასი $3500
- საშუალო $6100
- მაქსიმალური $11000
პროსტატის კიბო თურქეთი
პროსტატის კიბო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა იმ ონკოლოგიურ პაციენტებში, რომლებიც თურქეთში სამკურნალოდ ჩადიან. დიდ მოთხოვნას განაპირობებს მკურნალობა-დიაგნოსტიკის პროცესში მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისა და სამედიცინო აღჭურვილობის გამოყენების თანხვედრა ხელმისაწვდომ ფასებთან. პროსტატის კიბო თურქეთი: მკურნალობის პროცესში გამოცდილი ონკოლოგები, უროლოგები, რადიოლოგები, ქიმიოთერაპევტები და ქირურგები არიან ჩართული. ქვეყანაში გამოიყენება მოწინავე ტექნოლოგიები, ინოვაციური მედიკამენტები და თანამედროვე ქირურგიული მეთოდები, რაც წარმატებული მკურნალობის შანსებს მკვეთრად ზრდის. ფასები თურქეთში პროსტატის კიბოს მკურნალობა 20-30 პროცენტით იაფი დაგიჯდებათ სხვა ქვეყნებთან შედარებით. პროსტატის კიბოს შემთხვევაში, სამედიცინო მომსახურების და კვლევების ფასები ასეთია:- კომპიუტერული ტომოგრაფია $50-დან
- უროლოგთან კონსულტაცია 50 – 1500 აშშ დოლარი
- ბიოფსია $450-დან
- ქიმიოთერაპია $1500-დან
- პროსტატექტომია – $3000-დან
- პროსტატექტომია “და ვინჩის“ რობოტით $12000 – $23000
- პეტ/კატე $500-დან
- ბრაქითერაპია $2500-დან
- CyberKnife (კიბერ დანა) $4400-დან