Home » თურქეთის წამყვანი კლინიკები

თურქეთის წამყვანი კლინიკები

თურქეთის წამყვანი კლინიკები: მემორიალი, ამერიკული ჰოსპიტალი, აჯიბადემი, მედიპოლი, მედიპარკი, ლივ ჰოსპიტალი, რეიაპი, კოლანი, ანადოლუ, იედითიფე, მედიკანა

by Klinik
თურქეთის წამყვანი კლინიკები
თურქეთს, როგორც სამედიცინო ტურიზმის ერთ-ერთ მოწინავე ქვეყანას ყოველწლიურად 750 000 უცხოელი სტუმრობს მკურნალობის მიზნით. თუმცა, ქვეყნის ავტორიტეტი სამედიცინო სფეროში თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ თურქეთის ნებისმიერ კლინიკაში მიიღებთ თქვენზე მორგებულ მომსახურებას. გადაწყვეტილების მიღების პროცესში მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ როგორც ჰოსპიტალის პერსონალის კვალიფიკაცია, საავადმყოფოს ტექნოლოგიური აღჭურვილობა და სერვისების ხარისისხი, ისე, ხელმისაწვდომი ფასები. ჩვენს სტატიაში მოყვანილმა სამედიცინო დაწესებულებებმა წლების განმავლობაში სწორედ ამ მახასიათებლებით დაიმკვიდრეს სახელი საერთაშორისო ჯანდაცვის სფეროში, სამედიცინო საზოგადეობასა და პაციენტებში.

 

კლინიკაში სამკურნალოდ დაგვიკავშირდით ნომერზე:

+995599048834

ან გამოგვიგზავნეთ თქვენი ინფორმაცია და ჩვენი წარმომადგენელი მალე დაგიკავშირდებათ.

Contact Form Demo (#4)

 

მემორიალის კლინიკა – Memorial Şişli Hospital

Memorial Hospital Istambul სტამბულის მემორიალის კლინიკა (Memorial Hospital Istambul) 2000 წელს, იმ მიზნით დაარსდა, რომ მსოფლიო კლასის ჯანდაცვის ბრენდი გამხდარიყო გამორჩეული გუნდითა და მომხმარებელთა კმაყოფილებაზე დაფუძნებული საერთაშორისო ხარისხის სტანდარტებით. ეთიკურ პრინციპებზე დაფუძნებული ინოვაციური პროცედურების დამსახურებით, სამედიცინო დაწესებულებამ მალე მიაღწია საკუთარ მიზანს და პირველი საავადმყოფო გახდა თურქეთში, რომელსაც გავლენიანი ორგანიზაციის Joint Commission International აკრედიტაცია მიენიჭა. ამასთან, თურქეთის მემორიალის კლინიკა (Memorial Hospital in Turkey) ფლობს ICO-ს აკრედიტაციის სერთიფიკატს გენეტიკისა და ინ ვიტრო განაყოფიერების ლაბორატორიის მიმართულებით, მინიჭებული აქვს აკრედიტაცია პროქტოლოგიისა და კოლორექტალური ქირურგიის ცენტრის მიერ და არის მსოფლიოში პირველი ჯანდაცვის სფეროდან, რომლის შენობამაც LEED-ის პლატინის სერთიფიკატი მიიღო. Memorial Hospital in Turkey

ისტამბულის მემორიალის კლინიკა – Memorial Hospital Istambul

მემორიალის საავადმყოფო (Memorial Hospital) გამორჩეულია ექიმ-სპეციალისტებითა და სამედიცინო პერსონალით, რომლებიც მუშაობენ პრინციპით – ცოდნა და გამოცდილება შეუთავსო პაციეტებზე ზრუნვას. კლინიკის ხარისხის პოლიტიკა, ულტრათანამედროვე დიაგნოსტიკური და სამკურნალო ტექნოლოგიები, კომფორტული პალატები და მსოფლიოში ცნობილი, წამყვანი ექიმები განაპირობებს იმას, რომ მემორიალის ჯანდაცვის გუნდი (Memorial Health Group) თურქეთის ჯანდაცვის სფეროში სანდოობის სიმბოლოდაა გქცეული. პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა მომსახურებისადმი, ხარისხის პოლიტიკა, დიაგნოსტიკური და სამკურნალო საშუალებები აღჭურვილია მოწინავე სამედიცინო ტექნოლოგიებით, თანამედროვე საშუალებებითა და კომფორტული ოთახებით, მემორიალის კლინიკა არის ჯანდაცვის ნდობის სახლი. ამას მოწმობს ისიც, რომ საავადმყოფოში 80 000 პაციენტს აქვს სამედიცინო მომსახურება მიღებული. Memorial Hospital ისტამბულის მემორიალის კლინიკა განსაკუთრებით ცნობილია ინ ვიტრო განაყოფიერების, გენეტიკის, გულ-სისხლძარღვთა გენეტიკის, ორგანოების ტრანსპლანტაციის, ონკოლოგიის, ნეიროქირურგიის, ორთოპედიის, ტრავმატოლოგიისა და თვალის დაავადებების მკურნალობის მიმართულებებით. კლინიკებში გამოიყენება მედიცინაში დამკვიდრებული ახალი მიდგომა, როგორიცაა რობოტული ქირურგია.

თურქეთის მემორიალის კლინიკა – Memorial Clinic in Turkey

მემორიალის კლინიკაში შემდეგი განყოფილებები მოქმედებს:
  • ონკოლოგია
  • კარდიოლოგია
  • გინეკოლოგია
  • თმის ტრანსპლანტაცია
  • დერმატოლოგია
  • ყელ-ყურ-ცხვირი
  • ორთოპედია
  • ნეფროლოგია
  • გასტროენტეროლოგია
დღეისთვის, მემორიალის ჯანდაცვის ჯგუფი თურქეთში (Memorial Healthcare Group in  Turkey) 13 კლინიკით არის წარმოდგენილი. ესენია: Sisli Hospital, Atasehir Hospital, Bahcelievler Hospital, Service Hospital, Memorial Wellness და Lara Medical Center სტამბულში; Antalya Hospital, Medstar Antalya Hospital და Medstar Topcular Hospital ანტალიაში, ანკარას ჰოსპიტალი (Ankara Hospital), კაისერის ჰოსპიტალი (Kayseri Hospital), დიარბაკირის ჰოსპიტალი (Diyarbakir Hospital), Dicle Hospital ქალაქ დიარბაკირში.

You may also like