Klinik- ის გუნდი გაგიმარტივებთ მკურნალობის დაგეგმვასა და თანმხლებ პროცედურებს თურქეთის წამყვან კლინიკებში. ჩვენ გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობა და ურთიერთობა თითოეულ სამედიცინო დაწესებულებასთან, რომლებიც უზრუნველყოფენ ყველაზე მნიშვნელოვან და რთულ სამედიცინო მომსახურებას თანამედროვე ინოვაციური მეთოდებით. ჩვენი სპეციალისტები დაგეხმარებიან გამგზავრებამდე და გამგზავრების შემდგომ საჭირო დოკუმენტების მომზადებაში და თითოეული პროცედურის უზრუნველყოფაში, რაც მნიშვნელოვანია თქვენი ჯანმრთელობისთვის.
სამედიცინო მომსახურება თურქეთის წამყვან კლინიკებში
პროფესიონალი მედ პერსონალი
თანამედროვე ტექნოლოგიები და ლაბორატორიები
ჩვენს შესახებ
ჩვენი სერვისები
კლინიკა აერთიანებს თურქეთის ყველა წამყვან ჰოსპიტალს, ჩვენ ვუზრუნველყოფთ პაციენტის ტრანსპორტირებასა და ყველა საჭირო მომსახურებას, რაც მნიშვნელოვანია თქვენი ჯანმრთელობისა და ზუსტი მკურნალობისთვის
გამგზავრებამდე
• დიაგნოზის გადამოწმება
• მკურნალობის გეგმის შემუშავება
• PCR ტესტის აღება აეროპორტში წარსადგენად
• სამგზავრო ბილეთის დაჯავშნა (სახმელეთო, საჰაერო)
• სასტურმოს დაჯავშნა
გამგზავრების შემდეგ
• აეროპორტში დახვედრა და ტრანსპორტირება
• თარჯიმნის სერვისი
• მკურნალობა და რეაბილიტაცია
• სახელმწიფო თანადაფინანსების პროგრამებთან, ფონდებთან და კერძო დაზღვავასთან თანამშრომლობა
• სამშობლოში დაბრუნება და პერიოდული გადამოწმება მკურნალ ექიმთან
რატომ გვირჩევენ ჩვენ
სხვა უპირატესობებეთან ერთად ჩვენი მნიშვნელოვანი უპირატესობა თითოეულ პაციენტთან ინდივიდუალური მიდგომაა, რომელიც განსაკუთრებით ახდენს გავლენას მომსახურების ხარისხსა და პაციენტის კმაყოფილებაზე
მკურნალობის ინოვაციური მეთოდები
თურქეთის კლინიკები მსოფლიოს წამყვან სამედიცინო დაწესებულებებთან თანამშრომლობენ, რაც მათ საშუალებას აძლევს, მოკლე დროში დანერგონ პრაქტიკაში მკურნალობის საერთაშორისო ინოვაციური მეთოდები.
სამედიცინო პროცედურების ხარისხი
წამყვანი თურქული კლინიკები ისეთი საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების აკრედიტაციებით სარგებლობენ, როგორიცაა მაგალითად, JCI. ამასთან, ქვეყანაში მომსახურების ხარისხს ყოველ ექვს თვეში ერთხელ ამოწმებს თურქეთის ჯანმდაცვის სამინისტრო.
წამყვანი სპეციალისტები
თურქი ექიმები განათლებას და სამუშაო გამოცდილებას უმეტეს შემთხვევაში, საზღვარგარეთის წამყვან უნივერსიტეტებსა და სამედიცინო დაწესებულებებში იღებენ. ისინი ერთმანეთს უთავსებენ როგორც მკურნალობის ტრადიციულ, ისე, ინოვაციურ მეთოდებს და არასდროს წყვეტენ პროფესიულ ზრდასა და განვითარებას.
შეღავათიანი ფასები
თურქეთში ექიმთან კონსულტაცია, დაავადების დიაგნოსტიკა, მედიკამენტური მკურნალობა თუ ქირურგიული ჩარევა, 30-40 პროცენტით იაფი დაგიჯდებათ, ვიდრე სამედიცინო ტურიზმის სფეროს სხვა წამყვან ქვეყნებში. თურქეთს გამოარჩევს ის, რომ დაბალი ფასები არ არის გაიგივებული დაბალი ხარისხის მომსახურებასთან. პირიქით, თურქეთი ლიდერია როგორც მომსახურების ხარისხის, ისე, სამკურნალო და დიაგნისტიკური მიმართულებებით და არ ჩამორჩება ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა მაგალითად, გერმანია და ისრაელი.
მომსახურების მაღალი სტანდარტები
თურქეთის კლინიკები ორიენტირებულია პაციენტთა მოთხოვნებსა და კმაყოფილებაზე. ამიტომ, სამედიცინო პერსონალი 24-საათიან რეჟიმში მორიგეობს იმისთვის, რომ პაციენტებს შეუქმნას კომფორტი. თუქეთში სამედიცინო დაწესებულებების დიდ ნაწილს სასტუმროს ტიპის მომსახურება აქვს, რომ პაციენტებმა და მათმა ახლობლებმა რაც შეიძლება ნაკლებად იგრძნონ სტრესი, რომელიც შესაძლოა სამედიცინო პროცედურებს ახლდეს თან. ამასთან, სამედიცინო დაწესებულელების შენობები იმგვარად პროექტდება, რომ სხვადასხვა სიმძიმის და საჭიროების მქონე პაციენტს, მარტივად შეეძლოს შენობის ნებისმიერ ნაწილში მოხვედრა.
ბოლო სიახლეები
კომპანიის შესახებ სიახლეები და სასარგებლო ინფორმაცია, რომელიც მოგაწვდით მეტ ინფორმაციას ჩვენი სერვისებისა და საქმიანობის შესახებ
პაციენტის გზამკვლევი
ხშირად დასმული კითხვები და ინფორმაცია, რომელიც სასარგებლოა თუ გეგმავთ მკურნალობას თურქეთის წამყვან კლინიკებში